„ოპოზიცია არეულობის მოწყობას გეგმავს. ფიქრობთ, ამ აქციას სხვა ფუნქცია გააჩნია?! გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციის ჩასატარებლად ისეთი ადგილი შეარჩია, საიდანაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩაშლას შეეცდება“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა ნებისმიერ ფასად სურთ.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პარტიის წევრებს მოძღვრავს, რომ „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. აღნიშნულის გაკეთება სააკაშვილსა და მისი პარტიას წევრებს იმიტომ სურთ, რომ ხელისუფლება გააღიზიანონ და ძალის გამოყენებამდე მიიყვანონ. პრინციპი, რომ ოპოზიციამ ნებისმიერ ფასად დაიწყოს დესტაბილიზაცია, ძალაში რჩება, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს“, _ აღნიშნა საყვარელიძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ აქცია, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.