„პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის შენარჩუნება სრული შემადგენლობით.
კრიტიკული ტელევიზია და თავისუფალი სიტყვა ყოველთვის იყო დემოკრატიული ქვეყნების მთავარი პრინციპი,“ – ეს განცხადება საქართველოს პირველმა ლედიმ რუსთავი2-ში გააკეთა, სადაც ის სამაუწყებლო კომპანიის მხარდასაჭერად მივიდა.
მაკა ჩიჩუამ კრიტიკული მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსთავი2 ხალხს უყვარს.