რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა პრინცმა ჩარლზმა, უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და რუსეთის აგრესია დაგმო.
73 წლის პრინცმა განცხადება საუთჰენდში ყოფნისას გააკეთა. 2021 წლის ოქტომბერში აქ პარლამენტარი დევიდ ეიმისი ამომრჩეველთან შეხვედრისას მოკლეს.
პრინცის განცხადებით, ეიმისის მკვლელობა დემოკრატიასა და თავისუფლებაზე თავდასხმა იყო.
„იმავე ღირებულებებზე ყველაზე მიუღებელი გზით თავდასხმას დღეს უკრაინაში ვხედავთ. ამ გამოსვლით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც სასტიკ აგრესიას წინ აღუდგა“.
[sexy_author_bio]