https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პრობლემებიანი სპორტული ა(ა)იპ-ები და მათ ხარჯზე 200 000 ლარის დაზოგვის პერსპექტივა ჩოხატაურში

15:48; 17.06.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების _ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის, საფეხბურთო კლუბ “ბახმაროს“,  ლელოსა და რაგბის კლუბების (“ჯანი” და “ღონე“) რეორგანიზაციასა და შერწყმას გეგმავს. აღნიშნული საკითხი საკრებულოს ბიუროს სხდომაზე 23 აპრილს განიხილეს.

მერის მიერ საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

“საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა განკარგულების პროექტი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული აღნიშნული ა(ა)იპ–ების რეორგანიზაციის (შერწყმის) გახორციელებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“.

მერიის განმარტებით, სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის, სპორტული მიმართულებების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და ღონისძიებების უკეთესი კოორდინაციის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპორტის მიმართულებით მოქმედი უწყებების ერთიან სტრუქტურაში გაერთიანების შესახებ.

 რა სარგებელს ელოდება მერია რეფორმისგან?

ხელისუფლების განცხადებით, ა(ა)იპ-ების გაერთიანების შედეგად, პირველ რიგში, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და მოხდება საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაცია. ფინანსური რესურსები კონცენტრირდება ერთ ორგანიზაციაში, რაც უზრუნველყოფს მათ სწორ გადანაწილებას პრიორიტეტული სპორტული მიმართულებების მიხედვით. მერიაში აცხადებენ, რომ ერთიანი მენეჯმენტის პირობებში გადაწყვეტილების მიღების პროცესი ბევრად სწრაფი და კოორდინირებული გახდება.

ამასთანავე, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ რეორგანიზაციის პროცესში სრულად იქნება დაცული შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნები _ თანამშრომელთა გადანაწილება და კომპენსაციის გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გახორციელდება.

მერიის გათვლებით, აღნიშნული შერწყმის შედეგად, მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაახლოებით 200 000 ლარის ეკონომია იქნება მიღწეული. _ პროექტის ავტორი და მომხსენებელი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, თეა უჯმაჯურიძეა.

ბიუროს სხდომის ოქმის მიხედვით, საკრებულოს წევრმა მარიტა მგალობლიშვილმა კოლეგებს წინადადებით მიმართა, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან მოეხსნათ:

“აღნიშნული თანხმობის გაცემა მიზანშეწონილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკითხზე სრული და ამომწურავი ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი. ამასთანავე, დაევალოს ადმინისტრაციულ სამსახურს, სრულყოფილი და ობიექტური გარემოებების უზრუნველსაყოფად, დამატებით წარმოადგინოს საშტატო ნუსხისა და წესდების სამუშაო ვერსიები“, _ თქვა მგალობლიშვილმა.

საკრებულოს სხდომის თავმჯდომარემ საკითხი ღია კენჭისყრაზე დააყენა, რის შედეგადაც მერიისთვის თანხმობის მიცემას ბიუროს 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი. თუმცა, აღნიშნული რეფორმა საკრებულოს დიდ სხდომაზე კენჭისყრაზე ამ ეტაპზე არ გასულა, ვინაიდან პროექტს საკრებულოს კომისიებში შენიშვნები შეხვდა.

საკრებულოს კულუარებში განმარტავენ, რომ რეორგანიზაციის ზუსტი სტრუქტურა _ თუ კონკრეტულად რა რას უერთდება, საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. რეფორმის დეტალები, სავარაუდოდ, მომავალ 2-3 კვირაში გახდება ცნობილი, როდესაც მერია კომისიების შენიშვნებს გაითვალისწინებს და განახლებულ ვარიანტს წარადგენს.

მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” რაგბის კლუბ “ღონეს” ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. კლუბში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიუხედავად, მათი სამუშაო პროცესი არ შეფერხდება:

“პოზიცია ერთგვაროვანია. ყველაფერი დამოკიდებულია ბიუჯეტზე და იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს სპორტი. საკმაოდ კარგი წინადადებებით შემოდიან. ჩვენ ხელი არ გვეშლება, ცალკე სექტორად მაინც ვრჩებით და განვითარება მოხდება“, _ აცხადებენ კლუბში.

კითხვაზე, მოჰყვება თუ არა რეფორმას შტატების შემცირება, რაგბის კლუბ “ღონეში” განმარტავენ, რომ მათ ეს ცვლილება არ შეეხებათ და ყველა თანამშრომელი სამსახურში დარჩება. მეტიც, გუნდს ახალი კადრებიც კი ემატება:

“განვითარების ჯგუფი დაგვემატა თბილისიდან _ ლიცენზირების სპეციალისტები, ვინც მწვრთნელების გადამზადებას ახორციელებს. ორი ადამიანი დაგვემატა და კვირაში ორი დღე ჩვენთან იმუშავებენ. მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტი ვართ და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ განვითარება ნორმალურად წავა“, _ აღნიშნეს კლუბში.

სანამ მუნიციპალიტეტის მერია სპორტული ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციით 200 000 ლარის დაზოგვას აანონსებს, საფეხბურთო კლუბ “ბახმაროში” სერიოზული ფინანსური კრიზისია. კლუბმა სოციალურ ქსელში ემოციური განცხადება გაავრცელა, სადაც პირდაპირ საუბრობს იმ მწირ რესურსებზე, რის ხარჯზეც გუნდს ლიგა 4-ში ასპარეზობა უწევს.

კლუბის განცხადებით, “გაგრა 2”-თან მოპოვებულმა ბრწყინვალე გამარჯვებამ მათ მისცა ბიძგი, რომ პრობლემებზე ღიად ილაპარაკონ:

“ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რა რესურსით, რა ფინანსებით და რის ხარჯზე უწევს ჩვენს გუნდს ლიგა 4-ში ასპარეზობა. გვყავს ახალგაზრდული კონტიგენტი. ჩვენ არ ვაკნინებთ ამ ბიჭების შრომას და მონდომებას, მაგრამ მათი ასაკიდან გამომდინარე, ისინი ჯერ ჩამოყალიბების პროცესში არიან და მათგან სტაბილურობა ნაკლებად მოსალოდნელია. სწორედ ამის შედეგია, რომ ერთ მატჩში ყველაფერი გამოსდით, ხოლო შესაძლოა მომდევნო 2-3 შეხვედრა ჩაუვარდეთ.

ამიტომაა საჭირო გუნდში, თუნდაც, 2-3 ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელი, ვინც ძირითად ტვირთს აწევს, ახალგაზრდებს გამოცდილებას გაუზიარებს, მოედანზე ბრძოლას ასწავლის და უფრო სტაბილური იქნება. ასეთი ფეხბურთელების მოსაყვანად კი თანხებია საჭირო, რომ მათ არა მიზერულ, არამედ ცოტა სერიოზულ ანაზღაურებაზე მოუწიოთ თამაში“, _ აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

“ბახმაროში” მიიჩნევენ, რომ სწორედ ახლა, ლიგა 4-ის პაუზის დროს არის საჭირო გუნდის თანადგომა და მეტი ფინანსების გამოყოფა, რათა კლუბი ნაადრევად არ ჩამოიწეროს და რეგიონულ ლიგაში არ გავარდეს, საიდანაც მისი საერთოდ გაქრობა უფრო რეალური გახდება.

“გუშინდლამდე ძალიან მცირე რესურსით “ბახმარომ” მხოლოდ 4 ქულის აღება მოახერხა, მაგრამ “გაგრა 2″-თან, რომელსაც საკმაოდ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვს, გუნდმა საოცარი თამაში აჩვენა. ყველამ ბოლომდე იბრძოლა, ყველამ ცეცხლი დაანთო მოედანზე და ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი შევინარჩუნეთ. სწორედ ამ ბიჭების ასეთი ბრძოლაა დასაფასებელი და გვერდში დგომაა საჭირო _ პირველ რიგში, მეტი ფინანსებით, რაც გარდაუვალი და უმნიშვნელოვანესი საკითხია“, _ წერია საფეხბურთო კლუბის მიერ 15 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ა(ა)იპღონე
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო