პრობლემა ყველას აქვს. ამის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია, მაგრამ, ისინი ტრაგედიად არ უნდა აქციოთ. ისევ იმიტომ, რომ წინსვლაში, წარმატების მიღწევაში ხელს ძალიან შეგიშლით.
ამბობენ, ოპტიმისტი ადამიანები გვიან ბერდებიანო და ეს მართლაც ასეა. რაღაც შინაგანი მექანიზმი მუშაობს, რომელიც ორგანიზმს „მოწყენის“ საშუალებას არ აძლევს და ეს ადამიანის გარეგნულ იერზეც აისახება. უნდა იფიქროთ იმაზე, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, მით უმეტეს, თუკი მას არა ემოციურად, არამედ ცივი გონებით მიუდგებით. ყველაფერი კარგად იქნება, თუ ამას ჯერ თქვენ დაიჯერებთ.
და, კიდევ ერთი – ღიმილი თითქმის ჯადოსნური იარაღია. მას მტრის მოყვრად გადაქცევა და დაკეტილი კარის გაღებაც შეუძლია. როცა პრობლემას ღიმილით ხვდები, თითქოს უკვე დარწმუნებული ხარ, რომ მათი გადაჭრის გზებიც იცი, ეს კი მხნეობას, გამბედაობასა და სითამამეს გმატებს. თამამი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები კი ძალიან სწრაფად აღწევენ მიზანს.
ერთი სიტყვით, გაუღიმეთ პრობლემებს და ამით აუცილებლად შეაშინებთ მათ.