უმი კვერცხი
უმი კვერცხი და საკვები, რომელიც შეიცავს მათ, მაგალითად მაიონეზი, არ უნდა ინახებოდეს ამ ტიპის კონტეინერში, რადგან ისინი შეიძლება დაბინძურებულნი იყვნენ სალმონელათი.
სამწუხაროდ, ეს მიკროორგანიზმები ადვილად ვრცელდება უმ, დაუმუშავებელ კვერცხში და როდესაც ის შედის პლასტმასთან კონტაქტში, გავრცელების საფრთხე იზრდება.
დამუშავებული ხორცი
დამუშავებული ხორცი ამგვარ შესანახ კონტეინერებში კარგავს საკვებ თვისებებს და მახასიათებლებს. როცა ხორცი დამუშავებულია, ის იხრწნება სწრაფად და მისი გემო და ტექსტურა ცვლილებებს განიცდის.
ჩათუთქული ბოსტნეული და წვნიანები
მაღალი ტემპერატურის ჩათუთქული ბოსტნეულისა და წვნიანების შეხება პლასტმასთან ცვლის მის გემოს. თუმცა, თუ გააგრილებთ მას და შეინახავთ მაცივარში, პრობლემა არ იქნება.
რძე და რძის პროდუქტები
პლასტიკური კონტეინერები არ არის იდეალური გზა რძის ან რძის პროდუქტების შესანახად.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეგიძლიათ რამდენიმე საათის განმავლობაში შეინახოთ, ეს არ არის კარგი იდეა გრძელვადიანი შენახვისთვის, რადგან ის ზრდის ბაქტერიებით დაბინძურების რისკს.
პლასტმასის კონტეინერები საშუალებას იძლევა ტემპერატურის ცვლილებები მოხდეს საჭმელში, დააჩქაროს მისი დაზიანება და მისმა მიღებამ შემდგომ დაავადებები გამოიწვიოს.
რძის და რძის პროდუქტების საუკეთესო ალტერნატივაა კერამიკული ან ალუმინის ჭურჭელში.
ყავა ან ჩაი
მაშინაც კი, როცა საქმეა ყავასა და ჩაის ეხება, უმჯობესია გავაციოთ ისინი და ისე მოვათავსოთ პლასტმასის ჭურჭელში.
ყველი
ყველი რჩება რძის პროდუქტების იმ კატეგორიაში, რომელიც უკვე ჩამოთვლილი იყო, მაგრამ აღსანიშნავია რომ სპეციალური რისკების გამო ყველი ცალკე უნდა იყოს ნახსენები.
ნებისმიერი სახის ყველი გამოყოფს წვენს, რომელიც გროვდება კონტეინერში, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გავრცელებას.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სამ დღეზე მეტ ხანს ყველი კონტეინერში არ უნდა შეინახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გავლენას მოახდენს მის ტექსტურასა და საკვებ თვისებებზე და შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.