ავოკადო
ავოკადო – სასარგებლო ცხიმმჟავების შესანიშნავი წყაროა, მასში შემავალი ოლეინის მჟავა კი ახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას.
ყავა
სასმელში შემავალი კოფეინი გეხმარებათ კალორიების დაწვაში. გარდა ამისა, ყავას შეუძლია დააქვეითოს მადა: მისი გამოყენება ჭამამდე 0,5-4 საათით ადრე მოქმედებს შიმშილის გრძნობაზე. ჩვეულ წონის დასაკლებად რეკომენდებულია დღეში 2 ფინჯანი დაფქული ყავის დალევა.
ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთს სხვანაირად ითვისებს ორგანიზმით, რაც დადებით ზემოქმედებას ახდენს მეტაბოლიზმზე: მაგალითად, ის ეხმარება კალორიების დაწვას და მუცელზე ცხიმის მოშორებას. გარდა ამისა, ხელს უწყობს მადის დაქვეითებას.
ისპანახი
ისპანახი შეიცავს ტილაკოიდებს, რომლებიც ზრდიან ლეპტინის დონეს – ჰორმონის, რომელიც არეგულირებს ენერგეტიკულ ცვლას და აკონტროლებს შიმშილის გრძნობას. ამდაგვარად, ტილაკოიდები აქვეითებენ მადას, რაც იწვევს წონაში დაკლებას. ასეთი ეფექტის მისაღწევად საკმარისია დღე-ღამეში 100 გ ისპანახის გამოყენება.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი შეიცავს ორ ნივთიერებას, რომლებიც ხელს უწყობენ გახდომას: კოფეინს და კატეხინს. პირველი ეხმარება ცხიმის დაწვასა და მადის დაქვეითებას, მეორე კი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ასევე ხელს უწყობს ცხიმის მოშორებას. რეკომენდებული დოზა – 250-500 მლ დღეში.
ჯინჯერი
გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჯინჯერში შემავალი ნივთიერება – გინგეროლი ყოველდღიური გამოყენებისას დაგეხმარება წონის კლებაში. გარდა ამისა, ის აკონტროლებს ლეპტინის (ჰორმონის, რომელიც არეგულირებს ენერგეტიკულ ცვლას) დონეს, რაც ხელს უწყობს მადის დაქვეითებას.
კვერცხი
კვლევები ამტკიცებენ, რომ იდეალურია კვერცხი საუზმეზე. ექსპერიმენტის დროს ადამიანები დაყვეს 2 ჯგუფად: ერთთი ჯგუფი საუზმეზე კვერცხს მიირთმევდა, მეორე კი – საუზმისთვის ტრადიციულ საკვებს. შედეგად, ადამიანებმა რომლებიც კვერცხს მიირთმევდნენ, 65%-მა მარტივად დაიკლეს წონაში, ვიდრე ტრადიციული საუზმის მოყვარულებმა.