ცოტა ხნის წინ, აშშ-ის, კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმებმა დაადგინეს ის პროდუქტები, რომელიც უძილობა იწვევს.
კვლევა ჩატარდა 50 000 ადამიანის რაციონზე, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ისეთი ხშირად მოხმარებადი პროდუქტები, როგორიცაა შაქარი, ბრინჯი და თეთრი პური იწვევს უძილობას.
მეცნიერები რეკომენდაციას იძლევიან რაციონში ჩართოთ ხილი და ბოსტნეული, იგი აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
გასულ წელს ავსტრალიელმა დიეტოლოგმა რიკ ჰეიმ ჩამოთვალა პროდუქტები, რომელიც ძილს აუმჯობესებს.
ერთ-ერთი უპირველესია მწვანე ჩაი, მეორე ადგილზეა გვირილისგან დაყენებული ნაყენი, რომელიც ადამიანს ამშვიდებს და უხსნის შიშის სიმპტომებს, მესამე პროდუქტი, რომელიც დიეტოლოგმა დაასახელა არის დარიჩინი, საქმე იმაშია, რომ ძილში შაქრის რაოდენობის არასტაბილური რყევების გამო ადამიანს ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ეღვიძება, დარიჩინი არეგულირებს მას და მეტიც, დიაბეტით დაავადებულებში ამცირებს კიდეც შაქრის შემცველობას.





































































