,,პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, კერძოდ, პროკურატურა აღმასრულებელ ხელისუფლებას აღარ დაექვემდებარება და ცალკე დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება. ასევე, იცვლება მთავარი პროკურორის სახელი, რომელსაც გენერალური პროკურორი ეწოდება.
როგორც კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, გენერალური პროკურორი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წელიწადში ერთხელ წარსდგება.
,,გენერალური პროკურორის ანგარიში არ შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, მაგრამ შეება ტენდენციებს, მიმართულებებს და ანალიზს“,_განაცხადა ბესელიამ.