“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აქართველოს პროკურატურამ სასამართლოს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით მიმართა.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებაში პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას ითხოვს.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციითვე, პროკურატურამ იგივე მოთხოვნით მიმართა სასამართლოს აქციებზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანთან დაკავშირებითაც.
ორივე პროცესი სასამართლოში დღეს გაიმართება.
წყარო: ipn