პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში 10 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.
საქმე ეხება ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეს, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ, ბრალდების ერთ ნაწილში გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო დამნაშავედ ცნო მხოლოდ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში.
„7 წლის განმავლობაში საქალაქო სასამართლოს განხილვის საგანი იყო არსებული საქმე და ამ საქმეში გამამართლეს, ახლა კი მოულოდნელად, გუშინ შევიტყვე, რომ ჩანიშნეს პროცესი და რას უნდა ველოდე, ან პატიმრობას 10 მარტს, ან მერე უზენაეს სასამართლომდე მივა ეს საქმე და იქ უკვე მრავალჭირნახული ბატონი თადუმაძე იქნება და რას გადაწყვეტს თავად, არავინ არ იცის“, – განუცხადა „ქრონიკას“ ნიკა მელიამ.