საქართველოს პარლამენტში, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა მომავალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფულის შესაძლო გათეთრებაში დაადანაშაულა. ამასთან, როგორც სამადაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას მომავალი პრემიერის წინააღმდეგ.
,,გუშინ, თქვენ დაადასტურეთ ინფორმაცია, რომ მიიღეთ მონაწილეობა თაღლითურ სქემაში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებული კანონის გვერდის ავლით. შესაძლოა, ასევე, მიიღეთ მონაწილეობა უკანონო შემოსავლების ფულის გათეთრების სქემაში. დაწყებული არის შესაბამისი მოკვლევა ამ საკითხზე. მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყონებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ასევე, ძალიან მძიმე დანაშაულში, რომელიც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,_ განაცხადა სამადაშვილმა.