ე. წ. “ციანიდის საქმეში” ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს და მას დაცვის მხარე დაესწრება, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მათთვის ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იგეგმება, თუმცა აუცილებელია მათი დასწრება აღნიშნული მოქმედებების ჩატარების დროს.
„იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო მოქმედება ტარდება პროკურატურის მხრიდან, ადგილზე შეგვატყობინებენ რა საგამოძიებო მოქმედებებს აპირებს პროკურატურა. ჩვენ დღის მეორე ნახევარში გვთხოვეს მისვლა“, _ განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატების ინფორმაციით, ისინი საქართველოს მთავარ პროკურატურაში 15 საათისთვის მივლენ.