სამართალდამცველებს შორის ვანის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა დვალიშვილმა პროკურორი და მასთან ერთად მყოფი პირი ცემა.
გამოცემის ცნობით, სუფრასთან ასევე იმყოფებოდნენ ვანის პოლიციის უფროსი სერგო ადეიშვილი და სამტრედიის მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ კეზევაძე.
მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.
ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს ამ დროისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ.
აღსანიშნავია, რომ იმერეთში მსგავს შემთხვევას 2016 წელსაც ჰქონდა ადგილი.
მაშინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზესტაფონის სამმართველოს უფროსმა პავლე ბუბულაშვილმა და ტყიბულის სამმართველოს უფროსმა ზაზა ჩუბინიძემ ერთ –ერთ რესტორანში შელაპარაკების ნიადაგზე ერთმანეთი ხელჯოხებით სცემეს.
ამავე თემაზე: მე თუ წავალ, არავის არ დავტოვებ აქ, ყველას მოეტყ… დედები და ცოლები!” _ ტყიბულის პოლიციის უფროსის სკანდალური წარსული