ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 7 საკითხი განიხილეს და 19 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 7 ექიმს, მათ შორის 4 ექიმს 6 თვით, 3 ექიმს კი 1 თვის ვადით. ამასთანავე ექიმებს დაევალათ პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. პროფესიული განვითარების საბჭომ 7 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცა. საბჭომ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო.