ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ბათუმში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა შეაფასეს, რაც 2 კლინიკასა და 5 ექიმს ეხებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით, შვიდივე სუბიექტს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.
სხდომაზე მიხეილ სარჯველაძემ საბჭოს ეფექტურობის გაზრდის მიზნით ახალი კონცეფციაც წარადგინა. დოკუმენტი მოიცავს ცვლილებებს, რომლებზეც საბჭოს წევრები შემდგომ სამუშაო პროცესში იმუშავებენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
































































