პროფესორ გიორგი გახელაძის მოსაძებნად თბილისის ყველა უბანში დღეს, 12:00 საათზე, მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბება – ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
იხილეთ შეკრების ადგილები და განცხადება:
მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით უკვე ოთხი დღეა ოჯახი ეძებს პროფესორ გიორგი გახელაძეს უშედეგოდ.. პოლიცია ჩართულია საქმეში, თუმცა არაა ეს ყველაფერი საკმარისი..
ხვალ 12:00 საათზე თითოეულ უბანში შევიკრიბებით, მისაღები მისამართების მიხედვით და შემოვივლით ჩვენი უბნის ქუჩებს!
- ვაკე – ვაკის პარკი მთავარი შესასვლელი 12:00 საათი
- საბურთალო – მეტრო დელისი 12:00 საათი
- დიდი დიღომი – ახალი პარკი მირიან მეფეზე 12:00 საათი
- დიღმის მასივი – გაგუას კლინიკის წინ 12:00 საათი
- ნახალოვკა- სანზონა – კიკვიძის პარკი 12:00 საათი
- გლდანი – მუხიანი – ახმეტელის მეტროს წინ 12:00 საათი
- ვარკეთილი/ისანი/სამგორი – ვარკეთილის მეტროს წინ 12:00 საათი
- სადგურის მოედანი – თბილისი ცენტრალის შესასვლელი 12:00 საათი
- წერეთელი – პანთეონთან ტაძრის წინ 12:00 საათი
- ავლაბარი – ავლაბრის მეტროს წინ 12:00 საათი
- მეტრო თავისუფლება/რუსთაველის და რიყეს მიმდებარე ტერიტორია – რუსთაველის მეტრო 12:00 საათი!!
გთხოვთ ყველანი შემოგვიერთდით, თითოეული წუთი არის უმნიშვმელოვანესი და ბევრი ადამიანის ჩართულობაა საჭირო! გაავრცელეთ ასევე თქვენს მეგობრებთანაც..
12:00 საათზე დაიწყება მსვლელობა ყველა უბანში, რადგან სავარაუდოდ საქმე გვაქვს ამნეზიასთან და შესაძლოა გადაადგილდებოდეს ყველგან შეიძლება იყოს! ყურადღება გაამახვილეთ ტაძრის ეზოებში და პარკებში, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს მეოთხე დღეა, ეძებენ. ის სახლიდან 19 ივნისის დილას გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით პროფესორი ბოლოს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, ოჯახი და მოხალისეები.
ოჯახის ცნობით, 57 წლის კაცს ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე – 599311090.