გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს. პროფესორის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე პოსტს აქვეყნებს.
„აღარ მყავს გიო, მორჩა ჩვენი ამბავი!“- წერს მალაციძე.
შეგახსენებთ, რომ პროფესორ გიორგი გახელაძეს ოჯახი 6 დღე ეძებდა. გახელაძის დაკარგვის შესახებ ინფორმაციამ მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელა და საზოგადოებას მის მოძებნაში დახმარება სთხოვა. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულები იყვნენ როგორც სამართალდამცავი უწყებები, ისე მოქალაქეები.