ადამიანით მოვაჭრეებმა 20 000 გოგო პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით გაყიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ნიგერიის ტრეფიკინთან ბრძოლის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონების უმეტესობა სასტუმროებში და ღამის კლუბებში მუშაობენ, მათი ნაწილი კი მალის სამთო ბანაკებს მონებად მიყიდეს.
როგორც ცნობილია, მათ დასაქმებას მალაიზიაში პირდებოდნენ, თუმცა, გაყიდეს და მუშაობა მალიში აიძულეს.
სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ნიგერიაში მათ დასაბრუნებლად.