პროტესტის 116-ე დღე- დღეს, 23 მარტს, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციების განრიგი ასეთია:
თბილისი– 19 სთ, პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, 20სთ- პროტესტი პარლამენტთან.
გორი– 17 სთ, საკრებულოს შენობასთან, გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
ახალციხე- 18 სთ, პროტესტი რუსთაველის ძეგლთან.
ბათუმი- 19 სთ- პროტესტი საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სამშობლოს სამსახურში!
ზუგდიდი– 18 სთ, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, ბრძოლა გამარჯვებამდე!
თელავი-19 სთ, მერიის წინ, უწყვეტი პროტესტი თელავში.
ქუთაისი- 19 სთ, მერიის წინ, კი ევროპას, არა რუსეთს!
ჩხოროწყუ- 20 სთ, მერიის წინ, გაბედე პროტესტი ყოველდღე!