პროტესტის 95-ე დღეს- 2 მარტს თბილისსა და რეგიონებში აქციებია დაგეგმილი.
გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული. აქცია პარლამენტთან 20:00 საათზე დაიწყება.
საპროტესტო აქცია ლოზუნგით: „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“ 17:00 საათზე გორში გაიმართება.
18:00 საათზე – საპროტესტო აქცია იგეგმება ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში. ქუთაისში აქცია 19:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათზე კი აქცია ჩხოროწყუშია ჩანიშნული.