მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთი მოქალაქე პირის ამოკერვას შეეცადა.
პროტესტის უკიდურეს ზომას, აქციის მონაწილემ მას შემდეგ მიმართა, როდესაც მისი მოთხოვნა გახარიას გადადგომის შესახებ არ შესრულდა.
პირის ბოლომდე ამოკერვის საშუალება ამ ადამიანს აქციის მონაწილეებმა არ მისცეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.