https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფრთხილად, წინ საშიში წარსულია _ იანეულის ცის ქვეშ გახელილი და არგვეთაში დახუჭული თვალები

9:11; 27.11.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის ერთი წუთითაც არ შენელებულა. ამ საქმეში გურულები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. სწორედ ამიტომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არა ერთი სისხლის სამართლის საქმე ინახება.

ილია ბეგლარის ძე კეკელიძე მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ნასვამმა უკმაყოფილება გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების და კომუნისტების მისამართით. საქმეში დევს მისი მეუღლის წერილი:

 “საქართველოს სახალხო საგამომძიებლო კომისიას ელენა კეკელიძის თხოვნა

მაქვს პატივი, აგიხსნათ ჩვენი გაჭირვებული მდგომარეობა, რადგანაც იძულებული ვარ შეგაწუხოთ და იხელმძღვანელოთ ქვემოთ ნაჩვენები ჩვენი ცუდი მდგომარეობით _ ჩემს ქმარს, ილიკო კეკელიძეს აქვს მისჯილი ადმინისტრაციულად ერთი თვე ციხე 23 ნოემბრიდან. ვინაიდან 7 სული სარჩენი მის დღიურ მუშაობას ვართ შეჩერებული და არა გვაქვს არავითარი წყარო შემოსავლისა. ამისდა მიხედვით გთხოვთ, აკმაროთ დღემდე ჯდომა და დანარჩენი გვაპატიოთ.

ჩვენ, 7 სული, ესე იგი 1) მამა-66 წ. 2) დედა მარია 57 წ. 3) ცოლი 4) დაი გოგუცა 14 წ. მოწაფე 5) დაი 12 წ. მოწაფე 6-7) ტყუპათ ძმები ჭიჭიკო და კოლია 9 წლისანი, მოწაფეები, გთხოვთ ზემოთ ნაჩვენები ჩვენი მდგომარეობით იხელმძღვანელოთ  და გაათავისუფლოთ.

მთხოვნელი ელენა გ. კეკელიძისა

ტფილისი, 3/ XII – 21 წ. ”

( “არქივის კვალდაკვალ “, ჩოხატაური, 2015 წ. გვ. 38).

ახლა უკვე აღარავინ იცის, რა გზით იარა ილიკო კეკელიძემ 1921დან 1924 წლის 28 აგვისტომდე, არც ის იცის ვინმემ, მიიღო თუ არა, ან რა პასუხი მიიღო ახალგაზრდა ქალმა კატასტროფულ გაჭირვებაში ჩავარდნილი, ოჯახის ერთადერთი პატრონის, 35 წლის ილიკოს შესახებ.

643-სულიან სისხლიან სიაში, ილიკოს შესახებ წერია :  “კეკელიძე ილიკო, 1889, ქართველი, შორაპნის მაზრა, მენშევიკების პარტია, 01/09/1924. “

ქალბატონი ელენას თხოვნაში ნახსენები ილიკო ბეგლარის ძე კეკელიძის ტყუპი ძმებიდან, ერთის _ კოლიას შვილი, პედაგოგი ილიკო კეკელიძე გვიყვება:  “მე ილიკო, ბიძაჩემის საპატივცემულოდ დამარქვეს. მისი მეუღლე, ელენა აბაშიძე, ჭიათურიდან იყო. ელენა ბიცოლა ჭიათურის თეატრში გარდერობის გამგედ მუშაობდა და თან, ქმრის ოჯახსაც, როგორც შეეძლო, პატრონობდა. მათ შვილი არ ჰყავდათ. როცა მოხუცდა, ოზურგეთში დასთან წავიდა და იქ გარდაიცვალა. დაკრძალულია მოდანახეს სასაფლაოზე. ღირსეული რძლის დაკრძალვაზე იანეულიდან ძალიან ბევრი ხალხი წავიდა “.

შორაპნის ტრაგედიის სისხლიან სიაში ილიკო კეკელიძის შემდგომ წერია:  “კეკელიძე გრიშა, 1900, ქართველი, შორაპნის მაზრა, მენშევიკების პარტია, 01/09/1924 “.

ვინ იყო გრიშა კეკელიძე?

მღვდელი ისააკ ანტონის ძე კეკელიძე სოფელ იანეულში დაიბადა და გაიზარდა. კეკელიძეთა ეს შტო სასულიერო წოდებას განეკუთვნებოდა. ისააკის მეტად მძიმე და მრავლისმომცველი ისტორია მისმა შვილიშვილებმა _ ისაკ და გრიშა კეკელიძეებმა 2013 წ. 7 ოქტომბრის  “გურია ნიუსში ” გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ მოძღვარზე დევნამ მისი შვილები იმსხვერპლა.

1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დახვრიტეს 24 წლის სტუდენტი გრიშა კეკელიძე. 1937-38 წლებში რეპრესიებს კიდევ მისი ორი ვაჟი _ ტარასი და თომა კეკელიძეები შეეწირნენ.

ისააკ კეკელიძეს ათი შვილი ჰყავდა. საოჯახო არქივიდან ირკვევა, რომ მისი კიდევ ერთი შვილი _ კოტე, დახვრიტეს.

გრიშა განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა. მენშევიკების ორგანიზებულ გამოსვლებში. ახლოს იყო ნოე რამიშვილთან და ნოე ჟორდანიასთან. იგი 24 წლის იყო, როცა დახვრიტეს. მას ოჯახი არ შეუქმნია. მის სახელს ატარებს აგრონომი გრიშა კეკელიძე. იგი ძმასთან, მართლაც გასაკვირი ნიჭისა და საოცრად მრავალმხრივი განთლების მქონე პიროვნებასთან, ისაკთან ერთად ცდილობს, არ დაიკარგოს სახელოვანი წინაპრების ნაღვაწი.

სწორედ ისაკი კეკელიძის დიდი მეცადინეობით, მე დღეს ხელთ მაქვს შორაპნის ტრაგედიის მასალები, საიდანაც გთავაზობთ მცირე ამონარიდებს:

ისტორიკოსი ლევან ჯიქია:  “…დღემდე  გაურკვეველი მიზეზების გამო, ჭიათურაში აჯანყება ერთი დღით ადრე დაიწყო… ზესტაფონიდან ჩრდილო-დასავლეთით, არგვეთის ხიდის სიახლოვეს, ექვსი ვაგონი ჩამოაყენეს… ვაგონები საჩხერეში, ჭიათურაში და ახლომდებარე სოფლებში დაპატიმრებული ეჭვმიტანილებით იყო სავსე. მათ შორის იყვნენ ისეთებიც რომელთაც აჯანყებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. მათ ჩეკისტები ეუბნებოდნენ, რომ დაკითხავდნენ და გაუშვებდნენ. დაპატიმრებულებს ეჭვი რომ არ აეღოთ,  “ბუხანკა ” პური დაურიგეს.

ზესტაფონიდან გასული მატარებელი არგვეთის ხიდთან გაჩერდა. მათ აქ, ახლოს, ორმოები წინასწარ ჰქონდათ გათხრილი. პირველი ვაგონიდან დაპატიმრებულები გადმოიყვანეს, ორმოს გასწვრივ დააყენეს და უკლებლივ ყველა ჩაცხრილეს. ქართველმა ჯარისკაცებმა დაპატიმრებულთა დახვრეტაზე უარი თქვეს, რის გამოც ისინი  დააპატიმრეს. რუსმა ჯარისკაცებმა კი ბრძანება ზედმიწევნით შეასრულეს “.

ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი იგონებს:  “ჯერ ვაგონში ერთი მხარე დავცხრილეთ, შემდეგ მეორე მხრიდანაც ვესროლეთ. ვაგონებიდან დახვრეტილთა სისხლი მდინარესავით მოდიოდა… ადგილზე გამოცხადდნენ ჩეკას წარმომადგენლები… ადამიანები ერთმანეთს გადახვეოდნენ და ისე ჩამკვდარიყვნენ ვაგონებში. ჩეკისტებმა ვაგონები გაარეს და დახოცილები ორმოებში გადაყარეს… სიდიდის მიუხედავად თხრილი საკმარისი არ აღმოჩნდა და ზემოდან უამრავი მიწა დააყარეს, კირი მოასხეს და დაცვა დაუყენეს, რომ ახლობლების გვამები არ მოეპარათ…

ინათა… ტალახაძე და მისი თანამოაზრე მშვენიერაძე, რომლებსაც ჩექმები ადამიანის სისხლისა და ტვინის ნანთხევში ჰქონდათ გასვრილი, იქვე, მდინარე ყვირილაში შევიდნენ და ფეხსაცმელი ჩამოირეცხეს… მერე რაზმის ელიტა სუფრაზე მიიწვიეს ოპერაციის წარმატების აღსანიშნავად.  ჩეკისტებმა თან წაირეს პურები, რომლებიც პირველ ვაგონში მყოფ პატიმრებს დარჩათ… “

ძვირფასო მკითხველო! თქვენთან ერთად ბევრის წამკითხველი და გამგონე ვარ, მაგრამ  “შორაპნის ტრაგედიას ” სახელი ვერ მოვუძევნე, რადგან აქ, ადამაინებთან არ გვაქვს საქმე. ისინი, რაღაც სხვა, უცნობი ჯიშის არსებები არიან!!! და მთავარი ისაა, რომ ცუდად, ან, არ ვიცით ჩვენი ისტორია!!!

1924 წლის აგვისტო-სექტემბერში ადხვრეტილთა ზუსტი რაოდენობა დღესაც უცნობია. ორჯონიკიძე ასახელებდა 857 ადამიანს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცულ ერთ-ერთ დოკუმენტში 1047 დახვრეტილია ჩამოთვლილი. სხვაგან _ 1714, სახელდება 3 000, 5 000 და ასე შემდეგ.

ამ შავბნელი მასალების ძიებაში ერთი ფიქრი ამეკვიატა _ პირველ ვაგონში ერთად ხომ არ მოხვდნენ ილიკო და გრიშა კეკელიძეები? ან მომდევნო ხუთიდან რომელიმეში ხელიხელგადახვეულები ერთად ხომ არ შეხვდნენ სიკვდილს? იქნებ, ერთად ემშვიდობებოდნენ მშობლიურ სოფელს და ახლობლებს?

შორაპნის ტრაგედიიდან ექვს წელიწადში 100 წელი შესრულდება. გადაშალეთ დაღუპულთა ამჯერად უკვე ხელმისაწვდომი სიები. მერწმუნეთ, იქ აუცილებლად იპოვით თქვენიანებს. გაყევით მათ სისხლიან ნაკვალევს და 100 წლის მერე მაინც, კუთვნილი პატივით მოიხსენიეთ ისინი, მხოლოდ ერთი  “დანაშაულის “, სამშობლოს თავისუფლებისთვის გაუგონარი სისასტიკით დასჯილნი.

P.S. მადლობას ვუხდი ილიკო, ისაკ და გრიშა კეკელიძეებს ინფორმაციების მოპოვებაში გაწეული დახმარებისთვის; ლევან კეკელიძეს,ტექნიკური დახმარების დაუზარებლად გაწევისთვის; იურისტ გოგა (რიჩარდ) ჟღენტს ჩვენთვის ძნელადმისაწვდომი, დიდი მოცულობის მასალების, მისი მშობლიური იანეულისა და ჩოხატაურისთვის შეუფერხებლად გადმოგზავნისთვის.

 რუსუდან ბერიშვილი

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026

უხარისხო ფქვილი _ არასათანადო შენახვა თუ წუნიანი სერია

გამოკითხვა: უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტი დაპირისპირებული მმართველ პარტიასთან?

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო