რუსთავის ფსიაქტრიულიდან გაქცეული, 19 წლის პაციენტი დღეს, საკუთარ სახლში იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” დაკარგული პაციენტის მამამ დაუდასტურა.
“სახლში ყოფილა წასული. დღეს ვიპოვეთ და ის ამდროისთვის ისევ რუსთავის ფსიქიატრიულში დავაწვინეთ”,_ გვეუბნება გიორგი ტურიაშვილი.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, რატომ არ მოიკითხეს თავიდანვე საკუთარ სახლში მამაკაცი, ტურიაშვილს პასუხი არა აქვს.
შეგახსენეთ,რომ 19 წლის პაციენტი რუსთავის ფსიქიატრიულიდან გუშინ გაიქცა.