ყოველდღე გაიღვიძეთ შეგონებით: ყველაფერი კარგად იქნება! გამოდით შინიდან, როგორც მგელი სანადიროდ და არა როგორც ბატკანი სამსხვერპლოზე. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ რაც უნდა მოხდეს ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.
სამსახურში პირველ რიგში შეასრულეთ უსიამოვნო საქმე და თავი შეიქეთ. ამ შემთხვევაში მთელი დღე მარტივად და უმტკივნეულოდ ჩაივლის.
მიეჩვიეთ იყოთ მშვიდად, ნუ იქნებით დაბნეული, არ დაიძაბოთ და მზად იყავით ნებისმიერი სიტუაციისთვის. იფიქრეთ მხოლოდ იმ საქმეზე, რითაც ხართ დაკავებული.
ნებისმიერ სიტუაციაში იყავით კორექტული და თავაზიანი. აგრესიული ადამიანი თავად ხდება აგრესიის მსხვერპლი.
არაფერი დააშავოთ, თუ ეს მოხდა და შენიშვნა მიიღეთ, აღიარეთ და შეეცადეთ გამოასწოროთ. არავითარი წუწუნი! თვითგვემა დეპრესიისა და ნევროზის მიზეზი ხდება.
ყურადღებით მოეკიდეთ გარშემომყოფებს, შეისწავლეთ ისინი, რათა იცოდეთ, ამა თუ იმ შემთხვევაში ვისგან რას უნდა ელოდეთ.
შეხედეთ იუმორით და ირონიით ნებისმიერ მძიმე პრობლემას, მართლია ის არ შეიცვლება და არ შემსუბუქდება, მაგრამ შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება და აუცილებლად მოიძებნება ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები.
იმოქმედეთ მშვიდად.
საუკეთესო საშუალებაა თავის ადგილას „დასვათ“ ის, ვისაც მუდმივი წნეხის ქვეშ ყავხართ, გაიძულებთ შეასრულოთ მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი საქმე. ზოგიერთს უნდა, რომ თქვენგან შექმნას მსხვერპლი, წუწუნა, მორჩილი ადამიანი.
საღამოს იუმორით გააანალიზეთ განვლილი დღე, გონებაში დაიტოვეთ მხოლოდ სასიამოვნო ამბები, დამშვიდდით და დაისვენეთ.