პუერტო რიკოში ქარიშხალ მარიას 2 975 ადამიანი ემსხვერპლა, რაც თავიდან გავრცელებულ რიცხვზე 50-ჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პუერტო რიკოს ქარიშხალი მარია 2017 წლის სექტემბერში დაატყდა თავს და ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობით, 64 ადამიანი იმსხვერპლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ დასახელებული რიცხვი იმ ადამიანების რაოდენობაა, რომლებიც სტრუქტურების განადგურების, ნამსხვრევების მოხვედრის ან დახრჩობის შედეგად დაიღუპნენ.
თუმცა, როგორც გაირკვა, ადამიანების უმეტესობა ადეკვატური სამედიცინო დახმარების, ელექტროენერგიისა და წყლის არარსებობის გამო დაიღუპა. გარდა ამისა, ბევრი ასევე გარდაიცვალა სისხლის მოწამვლისა და წამლების ნაკლებობის გამო, რომლებიც დიაბეტით დაავადებულებისთვის იყო საჭირო.