თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ალეკო ელისაშვილი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში არმონაწილეობის მიზეზს განმარტავს.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, აღნიშნულის მიზეზი თანხის უქონლობაა, რაც მის საარჩევნო კამპანიას უზრუნველყოფდა. საკითხზე განმარტება ელისაშვილმა ,,TV პირველის“ ეთერში გააკეთა.
,,არც ბრძოლის და არც არავისთან დაპირისპირების მეშინია, მითუმეტეს, იმ რუსის აგენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე არის სალომე ზურაბიშვილი, არც მეტი არც ნაკლები. მასთან დაპირისპირების დიდი ჟინი მაქვს, მაგრამ ძალიან გულახდილად გეტყვით რა იყო მიზეზი.
ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ძალიან ბევრი ავწონ-დავწონე, უბრალოდ ფული არ მქონდა იმდენი, რომ საქართველოს მასშტაბით წარმემართა კამპანია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში 18% ავიღე, კვალიფიციურ სუბიექტი არ ვარ და უფასო სარეკლამო დროც არ მექნებოდა. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ბრძოლაში არ ვმონაწილეობ“, _ განაცხადა ელისაშვილმა.