გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, გუშინ, ხულოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური იმყოფებოდა, რომელიც დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის კუთვნილ სასტუმროში კოორდინატორებს შეხვდა. ოპოზიციის ინფორმაციით, კოორდინატორებს მოსთხოვეს პასუხი წინასაარჩევნოდ გახარჯულ ფულსა და შედეგზე, დააშინეს და მოსთხოვეს თანხის უკან დაბრუნება.
ბრიფინგზე სიაც წარმოადგინეს, რომელიც მათი მტკიცებით ოცნების განაწყენებულმა კოორდინატორებმა გუშინ გადასცეს.
აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას, ანზორ ბოლქვაძე ადასტურებს რომ ვახტანგ გომელაური მასთან იმყოფებოდა, თუმცა ამტკიცებს რომ ის მისი პირადი სტუმარი იყო და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა, მათ შორის კოორდინატორებთან არ ყოფილა.
ბოლქვაძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გომელაურმა კოორდინატორებისთვის დარიგებული ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა:
“რაც შეეხება ბრალდებებს, რომ ვიღაცას მიცემული ფულები წაართვეს _ ჯერ არავის არ მისცემია და მეორეც, არც მიცემული არავის წაურთმევია”, _ ამბობს დეპუტატი.