ამის შესახებ ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
,,პური ბოლო ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 10 თეთრით არის გაძვირებული. მიზეზი ფქვილის ფასის ზრდაა. რუსეთიდან შემოტანილი ფქვილი, რომელიც იყო ხელმისაწვდომი 65-68 ლარად, ახლა მინიმუმ 75 ლარი ღირს. ამაზე იაფი პირველი ხარისხის ფქვილი ბაზარზე არ არსებობს. რაც შეეხება საქართველოში დამზადებულ ფქვილს, ის 80 ლარზე ნაკლებად არ არის. ამის გამო ზოგიერთმა წარმოებამ, რიგ ასორტიმენტებზე ფასები გაზარდა.
მინდა იცოდეთ ისიც, რომ პურს რომელსაც შეფუთვა არ ეკუთნის წესით და ზაფხულის პერიოდში რეკომენდირებულიც არ არის, კოვიდ პანდემიის შემდეგ, ისიც კი შეფუთული გამოდის. ესეც ზრდის ღირებულებას. საქართველოში, თითქმის ყველაფერზე ფასი 2-3 ლარით არის გაზრდილი და უცნაურია, რომ პურზე ნამატმა ათმა თეთრმა დააქცია ქვეყანა“, – განაცხადა დოლიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.