“პუტინი ბევრ ბოდვას გვაყრის, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ყოველთვის ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე” – ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე რეპორტიორებთან ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრისას თქვა.
“პუტინით უკმაყოფილო ვარ, შემიძლია ეს გითხრათ ახლა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს კლავს, მათგან მრავალი საკუთარი ჯარისკაცია, საკუთარ ჯარისკაცებსა და მათ ჯარისკაცებს, ძირითადად. ახლა [დაღუპულთა რიცხვი] კვირაში 7 000-მდე ავიდა”. – თქვა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდების შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ უკრაინას თავდაცვით იარაღებს აძლევენ, რადგან “პუტინი ადამიანებს არასწორად ეპყრობა” და “ზედმეტად ბევრ ადამიანს კლავს”.
“თავდაცვითი იარაღების მიწოდება გვინდა იმიტომ, რომ პუტინი ადამიანებს არასწორად ეპყრობა, ზედმეტად ბევრ ადამიანს კლავს, ამიტომ უკრაინას გარკვეულ თავდაცვით იარაღებს ვუგზავნით”. – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში რეპორტიორებთან საუბრისას.
წყარო: ტაბულა































































