„პუტინი მოკვდა და მკვდარს მაცივარში მალავენო!
გადასარევი ამბავია ნამდვილად!
ხალხო, რუსეთის პრეზიდენტის სიკვდილი რა გგონიათ?!
როგორ დაიმალება?!
იგივეს თქმა შეიძლება აშშ-ს, ჩინეთის, თურქეთის, ირანის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის… პირველ პირებზე!
საერთოდ, დიდი სახელმწიფოების მეთაურებზე!
კარგი, ის ვიღაც იდიოტი რაღაცას ბოდავს, თქვენ როგორ იჯერებთ?!
26-ში საღამოს ცხრის ნახევარზე თუ გარდაიცვალა, დღეს მესამე დღეა და როდემდე დამალავენ?!
აი, ასეთ ჭკვიან ექსპერტებს რომ უსმენთ და უჯერებთ, იმიტომ გაქვთ ტვინი მოღრეცილი!“ _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, საზმაუს ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი.