“ნატოსთან სრულსმასშტაბიანი კონფლიქტი არ არის გამორიცხული”, _ აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინის განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნების მრავალი ჯარისკაცი უკვე განლაგებულია უკრაინაში.
“ბრძოლის ველზე უკვე ისმის ფრანგული და ინგლისური ენა. ეს არაფერია კარგი, განსაკუთრებით მათთვის, რადგან ისინი იქ დიდი რაოდენობით კვდებიან”, – თქვა პუტინმა, როგორც სააგენტო იუწყება, ამ ინფორმაციის დასაბუთების გარეშე.