“პუტინი ნოემბერს ელოდება”,_ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და საერთაშორისო ლიდერებს დახმარების დაუყონებლივ მიწოდება სთხოვა.
„დროა გამოვიდეთ ჩრდილიდან, მივიღოთ ძლიერი გადაწყვეტილებები, ვიმოქმედოთ და არ დაველოდოთ ნოემბერს ან სხვა თვეს. ამ მიზნით, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და სრულიად უკომპრომისოები“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა “უპირველეს ყოვლისა, ამერიკა, და პირველ რიგში, ამერიკის ლიდერები და შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, იყოს უკომპრომისო დემოკრატიის დაცვაში. უკომპრომისო პუტინისა და მისი ქვეყნის წინააღმდეგ. უკომპრომისო ყოველი შესაძლო ტერორის მიმართ“.
მისი თქმით, უკრაინას შეუძლია მნიშვნელოვნად შეზღუდოს რუსეთის ქმედებები სამხრეთ უკრაინაში და გაიყვანოს ოკუპანტები იქიდან, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა დაეხმარება საჭირო ღრმა დარტყმის შესაძლებლობებით რუსეთის სამხედრო და ლოგისტიკის წინააღმდეგ ყირიმში.