რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ფედერალურმა დაცვის სამსახურმა (ФСО) მნიშვნელოვნად გააძლიერა ვლადიმერ პუტინის დაცვა, რადგან მას მკვლელობის შესაძლო მცდელობის და სამხედრო გადატრიალების ეშინია _ იუწყება meduza.io.
ФСО-მ რუსეთის პრეზიდენტის დაცვის გასაძლიერებლად შემდეგი ზომები შემოიღო:
_ პუტინი რამდენიმე კვირას ატარებს მოდერნიზებულ ბუნკერებში, ყველაზე ხშირად, კრასნოდარის მხარეში.
_ არც პუტინი და არც მისი ოჯახის წევრები აღარ დადიან მოსკოვის შემოგარენში და ვალდაიში მდებარე რეზიდენციებში.
_ 2026 წელს პუტინი ერთხელაც არ ყოფილა სამხედრო ობიექტებზე მაშინ, როცა ასეთი ვიზიტები გასულ წელს რეგულარული იყო.
_ პუტინის უახლოესი თანამოაზრეების სახლებში დამონტაჟდა სათვალთვალო სისტემები. პრეზიდენტთან მომუშავე შეფ-მზარეულებს, მცველებსა და ფოტოგრაფებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ეკრძალებათ და ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორდონიან უსაფრთხოების შემოწმებას გადიან, ამასთან, მათ შორის, ფედერალური დაცვის სამსახურის უტარებს ჩხრეკას.
_ პუტინთან დაახლოებულ თანამშრომლებს ტელეფონების გამოყენების უფლება მხოლოდ ინტერნეტთან წვდომის გარეშე აქვთ.



































































