reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ძალით წაართმევს უკრაინას მეტ მიწას, თუ კიევი და ევროპელი პოლიტიკოსები, არ ჩაერთვებიან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების წინადადებებში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებები გამართა რუსეთთან და ცალკე კიევთან და ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში ომის დასრულების წინადადებებზე, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან უკრაინის ტერიტორიული დათმობების მოთხოვნებით და უკრაინა უსაფრთხოების უფრო მკაცრ გარანტიებს ითხოვს.





























































