რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მებრძოლი რუსეთის ჯარების შტაბს ეწვია.
მან მოინახულა სამხედრო შტაბი ხერსონის რეგიონში და ეროვნული გვარდიის შტაბი ლუგანსკის რეგიონში.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონსა და ზაპოროჟიეში არსებული სიტუაციით – პუტინმა მეთაურებს განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.