ოლონეთის პრემიერი, მატეუშ მორავიეცკი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე მე-20 საუკუნის დიქტატორები – ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი იყვნენ. – ამის შესახებ მორავეცკიმ The Telegraph-თან განაცხადა.
“პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი, სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია. მის ხელთ უფრო მომაკვდინებელი იარაღია, მას ასევე ხელთ აქვს მედია მისი პროპაგანდის გასავრცელებლად. ის ინტერნეტს აინფიცირებს ყალბი მილიონობით ამბების გავრცელებით “, – თქვა მორავიეცკმა.
მორავიეცკის თქმით, პუტინის “რუსკი მირის” იდეოლოგია მე-20 საუკუნის კომუნიზმისა და ნაციზმის ტოლფასია
მორავიეცკი ამბობს, რომ პუტინის რეჟიმის “ამაზრზენი იდეოლოგია” წარმოადგენს “სასიკვდილო საფრთხეს მთელი ევროპისთვის” და ის მთლიანად უნდა აღმოიფხვრას. მან გააფრთხილა დასავლეთი, რომ თუ პუტინს არ შეაჩერებენ, ომი მალე მთელ ევროპას მოიცავს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დასავლეთმა დაივიწყა რუსული საფრთხე მაშინ, როცა „მოსკოვში მიდიოდა მუშაობა ისტორიის დემონების აღსადგენად“.
მორავიეცკიმ დასავლეთი გააფრთხილა, რომ თუ პუტინი არ შეჩერდება და უკრაინაზე ომი მალე მთელ ევროპას მოიცავს.
“როგორც ოდესღაც გერმანია დაექვემდებარა დენაციფიკაციას, დღეს რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს ერთადერთი შანსი არის “დეპუტინიზაცია”. თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ ჩაერთვებით ამ ამოცანის შესრულებაში, ჩვენ არამარტო უკრაინას დავკარგავთ, არამედ ასევედავკარგავთ ჩვენ სულს, თავისუფლებაას და სუვერენიტეტს”, – წერს მორავიეცკი.
ავტორი