Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს გაარკვიოს, არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები მზად, უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
კრემლთან დაახლოებული ორი პირის თქმით, პუტინმა „წყალი გამოსცადა“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არაპირდაპირი არხებით, რათა აჩვენოს, რომ ის ღიაა მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო შეთანხმებების შესახებ.
თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მათ არ იციან ასეთი ინიციატივების შესახებ და ვერ ხედავენ ნიშნებს, რომ პუტინი სერიოზულად არის მიდრეკილი უკრაინაში შეჭრის დასრულებისკენ.
წყაროებმა დასძინეს, რომ სიგნალები აშშ-ის მაღალჩინოსნებს გასულ თვეში შუამავლის მეშვეობით გადაეცა, რომლის ვინაობის გამჟღავნებაზე უარი თქვეს.
2023 წლის 23 დეკემბერს The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიუხედავად რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებებისა, რომ მისი მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა, ის იძლეოდა სიგნალს დიპლომატიის საშუალებით, რომ მზად არის დადოს გარიგება.
ასევე დეკემბერში, უკრაინის თავდაცვის დაზვერვის უფროსმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამჟამად არ აპირებს ომის გაგრძელებას 2025 წელს. თავდაცვის დაზვერვის სპიკერმა ანდრეი იუსოვმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს გეგმა შეიძლება შეიცვალოს 2024 წლის შედეგების მიხედვით.