რუსეთი დასავლეთს ბირთვული ომის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ის, რასაც ევროპარლამენტი ითხოვს, გამოიწვევს მსოფლიო ომს ბირთვული იარაღის გამოყენებით“, – წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი Telegram-ზე.
ინფორმაციისთვის, ხუთშაბათს მიღებულ არასავალდებულო რეზოლუციაში ევროპარლამენტმა სთხოვა ევროკავშირის ქვეყნებს დაუყოვნებლივ მოხსნან შეზღუდვები უკრაინისთვის მიწოდებული დასავლური იარაღის სისტემების გამოყენებაზე, რითაც უკრაინას შეეძლება შორდისტანციისთვის გათვლილი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს.
ვოლოდინი წერდა: “თუკი მსგავსი რამ მოხდება, რუსეთი მკაცრ პასუხს გასცემს უფრო ძლიერი იარაღის გამოყენებით. არავის არ უნდა ჰქონდეს ამის ილუზია”. მისი თქმით, მოსკოვი ფიქრობს, რომ დასავლეთს დაავიწყდა მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის მიერ გაღებული უზარმაზარი მსხვერპლი.