“მე ვლადიმერ პუტინის ყველზე დიდი მტერი ვიქნები, თუკი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები არ დალაგდება“ , – განცხადება ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ერთ-ერთია, ვინც მოსკოვის მიმართ მკაცრ პოლიტიკას ატარებს და ამის დადასტურება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებაა.
„მე გაცილებით მკაცრი ვარ რუსეთის მიმართ ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტი წლების განმავლობაში. გერმანიასთან დიდი ჩხუბი მქონოდა იმის გამო რუსეთისგან ბუნებრივ აირს იღებს და მილიარდობით დოლარს უხდიან. ეს არ არის პოზიტიური რუსეთისთვის. შეხედეთ სანქციებს, რომლებიც რუსეთს დავუწესე, დიპლომატებს რომლებიც ქვეყნიდან გავაგდე და ყველაფერს რაც უკვე გავაკეთე.
ობამას მსგავსი არაფერი არ გაუკეთებია, ის მხდალი იყო რუსეთთან მიმართებაში. ნორმალური ურთიერთობები პრეზიდენტ პუტინთან და რუსეთთან პოზიტიური ფაქტია და არა ნეგატიური . თუკი ეს არ იმუშავებს, მე ვიქნები ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი მტერი ვინც კი მას ოდესმე ჰყოლია,”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათში კი, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონში მიიწვია .
შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.