“პუტინის სტილის” აქცია… საჯარო მოხელეები ავტობუსით თბილისში ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკვრელად”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს და “ოცნების” კონტრაქციას ეხმაურება.
გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე “რუსული კანონის” წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს “პუტინის სტილის” აქცია: საჯარო მოხელეები ავტობუსით თბილისში ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკვრელად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!, – წერს ზურაბიშვილი.