რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ კონსტიტუცია შეიცვლება, 2024 წელს შესაძლოა პრეზიდენტობისთვის ისევ იბრძოლოს.
„ჯერ არ გადამიწყვეტია. არ გამოვრიცხავ თუ ამის შესაძლებლობას კონსტიტუცია მომცემს, ვნახოთ”,_ განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია “როსია 1“-ის ეთერში.
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია მუშაობა და არა მემკვიდრეების ძებნა.
როგორც ცნობილია, რუსეთში 1 ივლისს უნდა მისცენ ხმა ცვლილებებს კონსტიტუციაში.