რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა.
68 წლის შოიგუს რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი 2012 წლიდან ეკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად გადაიყვანა.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შოიგუს ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელუსოვი შეცვლის.