ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა telegraph-თან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე.
”რუსეთი გვატერორებს ისე, რომ ჩვენ უკან დავიხიოთ ჩვენი გადაწყვეტილებებით” – თქვა მან პუტინის მუქარაზე ბირთვული ომის შესახებ და აღნიშნა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს. კალასმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დროის ლიდერია და იმედოვნებს, თვითონაც მასსავით ომის ლიდერი არ გახდება.
კალასის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს, რათა მან სხვა ქვეყნების დაპყრობაც არ გადაწყვიტოს.
„ახლა დარჩენილია ძალიან ცოტა ისეთი ელემენტი, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება, დავაწესოთ სანქციები. ამაშია პრობლემა. უკრაინის შემდეგ პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას, მიზანში ამოიღო საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები. პუტინს ეს არასდროს დაუმალავს. ერთადერთი გზა მის შესაჩერებლად არის უკრაინის დახმარება, რომ ეს ომი მოიგოს“, – აცხადებს კაია კალასი.