რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში უკრაინის ოთხი რეგიონის – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსირება ოფიციალურად გამოცხადა.
პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შეერთება არის „მილიონობით ადამიანის არჩევანი“, რომლებსაც აქვთ „საერთო ისტორია“ რუსეთის ფედერაციასთან.
მან, უკრაინას მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და აღნიშნა, რომ კიევმა პატივი უნდა სცეს ხალხის თავისუფალ ნების გამოხატვას
,,მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საომარი მოქმედება, ის ომი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყეს და მოლაპარაკების მაგიდაზე დაბრუნდნენ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ამაზე არაერთხელ ითქვა, მაგრამ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ხალხის ნებას არ განიხილება, არჩევანი უკვე გაკეთდა და რუსეთი მას არ უღალატებს.
კიევის დღევანდელმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს ხალხის ამ თავისუფალ ნების გამოხატვას და სხვანაირად არ მიიღება, მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს მშვიდობა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალით და შესაძლებლობით და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცავთ ჩვენი ხალხი. ამაშია ჩვენი ერის დიადი განმათავისუფლებელი მისია,“ – თქვა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი უზრუნველვყოფს ოკუპირებული 4 რეგიონის უსაფრთხოებას და დაეხმარება ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის „განადგურებამ“ „გაანადგურა კავშირები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილს შორის“.
რუსეთი უზრუნველვყოფს ოკუპირებული 4 რეგიონის უსაფრთხოებას და დაეხმარება ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
ავტორი