ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია – ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინფორმაცია უკვე დაადასტურა დიმიტრი პესკოვმა
“ეს არის დიდი უსაფრთხოების საბჭო“, – თქვა პესკოვმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომა გადაუდებელი თუ რეგულარული, პრეზიდენტის პრესმდივანმა უპასუხა, რომ ეს არ იყო გეგმიური შეხვედრა. დიმიტრი პესკოვმა შეხვედრის დღის წესრიგის შესახებ შეკითხვას არ უპასუხა.