პუტინს ომის დასრულება და ზელენსკისთან შეხვედრა არ სურს – ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი გამოცემა Corriere Della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
“სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, რომ სამყაროზე სასაუბროდ ვურეკავდი. ვკითხე, “როდის ხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი”. მან მიპასუხა: “დრო ჯერ არ მოსულა”. მე დაჟინებით ვამბობდი: “გადაწყვიტეთ და შეწყვიტეთ ცეცხლი” და მან ამაზეც მიპასუხა: “არა ჯერ ამის დრო არ მოსულა“, – ამბობს დრაგი.
მისივე თქმით, პუტინისთვის მოწოდებებს არანაირი აზრი არ აქვს და ის შედეგს არ გამოიღებს.