პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ და ოპერაცია მას რუსეთის „ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში“ ჩაუტარდება – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Unian – ი ისრაელელ ჟურნალისტზე, მარკ კოტლიარსკიზე დაყრდნობით წერს.
მისი ინფორმაციით, პუტინს პანკრეასის კიბო დაუდგინეს.
მისივე ცნობით, ამჟამად სამედიცინო ცენტრის ერთი ბლოკი მთლიანად დახურულია და სხვა პაციენტებს არ იღებს.
კოტლიარსკიმ განმარტა, რომ მისი ერთ-ერთი წყარო დედაქალაქის სამედიცინო წრეებიდანაა, მეორე კი კრემლის ადმინისტრაციის განყოფილებიდან, რომელიც პასუხისმგებელია პირველი პირის ჯანმრთელობაზე.
,,ბლოხინის ცენტრის ერთ-ერთი კორპუსი საოპერაციოდ ემზადება და იკეტება სხვა პაციენტების მისაღებად, ახლა No1 პაციენტი ელოდება წინასაოპერაციო გამოკვლევას“, – ამბობს ჟურნალისტი.
29 მაისს Daily Mirror-მა და რამდენიმე სხვა ევროპულმა მედიასაშუალებამ FSB-ის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინს ჰქონდა “სწრაფად პროგრესირებადი კიბოს მძიმე ფორმა” და რომ გააფრთხილეს გარდაუვალი სიკვდილის შესახებ.
ავტორი