საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, გამართოს პირდაპირი და სერიოზული მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტთან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი პუტინს ტელეფონით ესაუბრა 80 წუთის განმავლობაში. მათ დაჟინებით მოითხოვეს, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსული ჯარების გაყვანა.
კრემლის ცნობით, რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ მოსკოვი ღიაა კიევთან დიალოგის განახლებისთვის, თუმცა მასში არ არის ნახსენები პუტინსა და მის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.
ასევე საუბრის დროს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სთხოვეს პუტინს, მოხსნას რუსეთის მიერ უკრაინის პორტის ოდესის ბლოკადა, რათა დაუშვას მარცვლეულის ექსპორტი.
კრემლმა თქვა, რომ ბატონმა პუტინმა შესთავაზა განიხილოს ვარიანტები, რათა დაეხმაროს გლობალური სასურსათო კრიზისისს, მაგრამ დასავლეთს სანქციების მოხსნა მოსთხოვა.
რუსეთმა ასევე გააფრთხილა საფრანგეთი და გერმანია უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდის შესახებ და განაცხადა, რომ ამან შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს არასტაბილურობა.