თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაყაჩაღობაში ბრალდებულები – გ.მ. და თ.ა. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორენაწილის „ა” და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით23:50 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი ბაქრაძის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. და თ.ა. ყაჩაღურად თავს დაესხნენ ზ.ბ-ს, სცემეს მას, დააგდეს ძირს და დანისგამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვეს მობილურიტელეფონი, 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა გ.მ. იმავე დღეს, თ.ა. კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 6 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და მე-3ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის), ხოლო თ. ა-ს 179-ე მუხლისმეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახითპატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ დაზომად გ.მ.-ს განაჩენთა ერთობლიობით 10 წლით, ხოლო თ.ა.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.